ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძემ ხონის სპორტ სკოლის დამსახურებულ მწვრთნელს, თენგიზ ქვათელაძეს 80 წლის იუბილე მიულოცეს.
თენგიზ ქვათელაძეს სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა.
„ჩემთვის დიდი პატივია, მადლიერება გამოვხატო იმ უზარმაზარი შრომისა და ღვაწლისთვის, რაც თქვენ წლების განმავლობაში ჩადეთ ქართული სპორტის განვითარებაში. თქვენი პროფესიონალიზმი, ერთგულება და ახალგაზრდების აღზრდაში შეტანილი წვლილი სამაგალითოა. მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, თქვენი გამოცდილებით და ენერგიით მომავალშიც არაერთ წარმატებულ სპორტსმენს აღზრდით“, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.