ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე ივანე შარაშიძის სახელობის 2025 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ.
მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაწესებული სტიპენდია სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერადად გაიცემა და 1500 ლარს შეადგენს. იგი განკუთვნილია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის.
2025 წლის სტიპენდიანტები არიან: ქრისტინე კუხალაშვილი, ბუბა ძაძამია, ანა კინწურაშვილი, თამარ ფირცხალავა და მარიამ ჩიქოვანი. პროგრამის მიზანია წარმატებული, მოტივირებული ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი წახალისება.