ძალიან დაძაბულ და გარდამავალ ბრძოლაში, ბაქარ გელენიძემ ვალერი რამაზანაშვილი დაამარცხა! | ახალი წლის მოლოდინი.. ✨🌙 ჩვენი კოპწია ხონი საახალწლოდ ზღაპრული და ჯადოსნური იქნება. 🌠ქალაქს ბრჭყვიალა ინსტალაციები ამშვენებს. 🎄ნავის ხის აწყობა დღეს დასრულდება. | 26 დეკემბერს ხონში გელოდებით ცენტრალურ მოედანზე 13:00 საათიდან. შევუქმნათ პატარებს საზეიმო განწყობა, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ერთად ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი! | იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ლევან ზალკალიანის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. | ა(ა)იპ ხონის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში, კალათბურთსა და ფრენბურთში ფინალური შეხვედრები გაიმართა. | ხონში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამედიცინო აქცია განხორციელდა |
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ლევან ზალკალიანის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
შეხვედრაზე 152 პროექტი მოიწონეს, მათ შორის არის საგზაო ინფრასტრუქტურა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და ეზოების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და წყლის სისტემის მოწესრიგება, საყრდენი კედლების, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა.
ამ ეტაპზე 10 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 66 268 547 ლარს შეადგენს.
საბჭოს სხდომაზე წევრებმა ყველა პროექტს დაუჭირეს მხარი. შემდეგ ეტაპზე პროექტები დასამტკიცებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიგზავნება.
დღესვე, 2024 წლის ანგარიში წარადგინა იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ხელმძღვანელმა მარი დევიძემ. გარდა გაწეული საქმიანობისა ისაუბრა 2025 წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომელთა მიზანია რეგიონში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მოადგილეები ესწრებოდნენ.