ხონის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს წევრთა შერჩევის მიზნით, კონკურსი ცხადდება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-29 წლის ახალგაზრდებს, რომელებიც არ არიან დასაქმებული საჯარო სამსახურში და აკმაყოფილებენ დებულებით განსაზღვრულ პირობებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა ( არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში მისი მშობელი/ კანონიერი წარმომადგენელი) Google Drive-ს ფორმით უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი (აპლიკანტის)
ბ) პირადი ნომერი (აპლიკანტის)
გ) ასაკი (აპლიკანტის)
დ) იურიდიული მისამართი/ ფაქტობრივი მისამართი ( აპლიკანტის)
ე) ტელეფონის ნომერი (აპლიკანტის)
ვ) ელექტრონული ფოსტის მისამართი ( აპლიკანტის)
ზ) სამოტივაციო წერილი (აპლიკანტის)
თ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ აპლიკაციის შევსების შემთხვევაში, მშობელმა უნდა წარმოადგინოს აპლიკანტის დაბადების მოწმობა, ხოლო წარმომადგენელმა – კანონით გათვალისწინებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბჭოს წევრის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე.
განცხადებების მიღება 18 ნოემბრიდან და 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
დანართი 1: ხონის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს დებულება https://shorturl.at/vEfVI