მიმდინარეობს საიტის განახლება

ლადო ჯურხაძემ ახალ საკრებულოს წარმატებები უსურვა
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, პირველ მოადგილე გერასიმე მჟავანაძესთან ერთად, ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომას დაესწრო.
ლადო ჯურხაძემ ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს წარმატებები უსურვა და მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
——–
„გისურვებთ, რომ თქვენი საქმიანობა იყოს ნაყოფიერი და ორიენტირებული ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. მჯერა, ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და გავაჩენთ ახალ შესაძლებლობებს თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
——-
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.
ახალმა საკრებულომ, ფარული კენჭისყრით, თავმჯდომარედ აკაკი გოფოძე ერთხმად აირჩია. თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სხდომაზე დაამტკიცეს პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობებზე აკაკი გოფოძის მიერ წარდგენილი კანდიდატურები – რეზო ბარაბაძე, ბაჩანა ბასილაია და გურამ ბახტაძე.
ასევე, აირჩიეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეები:
საფინანსო-საბიუჯეტო კომისია – თავმჯდომარე არსენ (ჯონი) ბენდელიანი;
იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია – თავმჯდომარე ზურაბ მოიქაძე;
განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია – თავმჯდომარე გიგლა გოფოძე;
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია – თავმჯდომარე ზაზა ვაშაკიძე;
ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია – თავმჯდომარე ამირან კაშია;
ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – თავმჯდომარე მამუკა ჭავჭანიძე ;
ფრაქცია ,,ხალხის ძალა” – თავმჯდომარე პავლე ქაშიბაძე;
საკრებულოს სხდომას ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა ესწრებოდა, რომელმა ახლად არჩეული საკრებულოს წევრები დალოცა და წარმატებები უსურვა.