ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ ხონის მე-4 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებსა და დამრიგებელს ლია ჯანხოთელს უმასპინძლა და ,,ტვინების ბრძოლაში,, მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.
პატარა მოაზროვნეებმა რეგიონის მასშტაბით იასპარეზეს და ,,დარბაზის ჩემპიონების,, სტატუსი მოიპოვეს.
,, მინდა წარმატება გისურვოთ. განვითარებაზე ზრუნვა , განათლება ყველა დაბრკოლებისა და წინსვლის გასაღებია. თქვენს გულშემატკივარი ვიქნები ყოველთვის,, – ამ სიტყვებით მიმართა პატარებს ლადო ჯურხაძემ ;