მიმდინარეობს საიტის განახლება

ლადო ჯურხაძემ სამუსაო შეხვედრა გამართა
ხონი მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხონის სერვისცენტრის ხელმძღვანელთან თემურ საღარაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ქალაქ ხონში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებული ამორტიზებული წყალარინების სისტემის მდგომარეობა და პრობლემის გადაჭრის გზები.
აღინიშნა, რომ საკანალიზაციო ქსელს ექსპლუატაცია უკვე წლებია შეჩერებული აქვს, თუმცა მოსახლეობის ნაწილი სისტემით კვლავ სარგებლობს, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. შედგა კონსულტაცია წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან და გადაწყდა, რომ საკითხთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მომზადდება სიტუაციური ანალიზი, რის შემდეგაც გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასთან კოორდინაციით დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები პრობლემის ეფექტიანად მოსაგვარებლად.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბარაბაძე, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გoორგი ინანეიშვილი და მერის წარმომადგენელი ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ ჯაფარიძე