მიმდინარეობს საიტის განახლება

ლადო ჯურხაძემ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ აკაკი გოფოძემ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა რევაზ რობაქიძემ სსიპ ვეფხია ჯიშკარიანის სახელობის სოფელ საწულუკიძეოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს წარმატება მიულოცეს, ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოგზავნილი სპორტული ინვენტარი გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
ხონის გოგონათა გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ დასავლეთ საქართველოს პირველობაზე მინიფეხბურთში პირველი ადგილი დაიკავა