მიმდინარეობს საიტის განახლება

ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ხონელი მსახიობისა და რეჟისორის, მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო.
მერმა მსახიობს იუბილე მიულოცა და მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მსახიობს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მონაწილეობა აქვს მიღებული ორ მხატვრულ ფილმში „იმერული ესკიზები“ და „ნეილონის ნაძვის ხე“. მერი ბარაბაძემ საქართველოში პირველად ჩამოაყალიბა ბავშვთა ნიღბების თეატრი. მისი რეჟისორობით დადგმულია მრავალი ზღაპარი და პიესა. მსახიობი დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“ და მინიჭებული აქვს „ხონის საპატიო მოქალაქის“ წოდება.
იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრში გამართულ საიუბილეო ღონისძიებას – „როგორ გაირბინეს წლებმა“, ადგილობრივი ხელისუფლების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.