ხონის მუნიციპალიტეტის მერი , ლადო ჯურხაძე ირაკლი აბაშიძის სახელობის # 3 საჯარო სკოლას ესტუმრა და პროფესიული განათლების ინტეგრირებული პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.
საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრირება – პროფესიული განათლების განვითარებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი ხედვით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა
ხონში პირველად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია ირაკლი აბაშიძის სახლობს მესამე საჯარო სკოლამ მოიპოვა. პროგრამა, რომლის განხორციელებაც სკოლამ უკვე დაიწყო ,,ფრონტ -ენდ დეველოპმენტია,,. კურსზე ჩარიცხულია 12 მეთეთმეტეკასელი.
აღნიშნული პროგრამა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სკოლაშივე, სრული ზოგადი განათლების პარალელურად, დაეუფლონ პროფესიას. პროცესის დასრულების შემდეგ კი მიიღონ ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი და, სურვილის შემთხვევაში, სწავლა გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებელში.
,,თქვენ, 2 წლის განმავლობაში, ძალიან მოთხოვნად და მნიშვნელოვან პროფესიას შეისწავლით. ვფიქრობ, სწორი ხედვა, არჩევანი და წინგადადგმული ნაბიჯია. ეცადეთ მაქსიმალური მიიღოთ საგანმანათლებლო პროცესისგან. თქვენი შედეგები პირდაპირპროპორციულად აისახება პროფესიული განათლების მომავალზე ჩვენს ქვეყანაში. თქვენ უნდა უჩვენოთ მაგალითი შემდგომ თაობებს , რომ პროფესიული განათლება არის გზა დასაქმების, რეალიზების, განვითარების და განათლების უწყვეტობის მიმართულებით,, -განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
დღესვე , ლადო ჯურხაძემ სკოლის დირექტორს ვერა ბენიძეს მიაწოდა ინფორმაცია დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც ახალი პროფესიული მიმართულებების ავტორიზაციის შესაძლებლობას შეუწყობს ხელს. მერის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე გარემონტდება სკოლის ეზოში არსებული შენობა-ლაბორტატორია.