მიმდინარეობს საიტის განახლება

ლადო ჯურხაძე საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ ორგანიზებულ რეინტეგრაციის მმართველობის ფორუმს დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პარტნიორებს შორის გაიმართა დისკუსია შემდეგ საკითხებზე:
▪️რეინტეგრაციის ეროვნული ჩარჩოს ჩამოყალიბება.
▪️როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილება.
▪️ეროვნული და ადგილობრივი სისტემების უკეთ კოორდინაცია.
„მიგრაციის მართვა და სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების წარმატებული რეინტეგრაცია მხოლოდ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. მსგავსი ფორუმები გვაძლევს შესაძლებლობას, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, უკეთ განვსაზღვროთ ჩვენი როლი და შევქმნათ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის მექანიზმები. ხონის მუნიციპალიტეტი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში და თავისი წვლილი შეიტანოს ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც დაბრუნებული მოქალაქეები ღირსეულად შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზებას,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
ფორუმში მონაწილეობდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია (NALAG), მუნიციპალიტეტები და მიგრაციის მომსახურების ცენტრები (MSH).