ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მერმა დამსწრე საზოგადოებას ხონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააცნო და მდგრადი განვითარებისა და მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით ორი ინოვაციური საინვესტიციო წინადადება წარადგინა.
,,სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ესპანეთში, სადაც შეხვედრა გავმართე სხვადასხვა ქვეყნებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ხონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პროფილი, პოტენციალი და განვითარების შესაძლებლობები გავაცანი. ასევე, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით ორი ინოვაციური საინვესტიციო წინადადების პრეზენტაცია გავაკეთე, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად ეფექტურ განვითარებას.
მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის გაზრდას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების, საფინანსო ინსტიტუტების და პოტენციური ინვესტორების კონკრეტული ლოკაციებით დაინტერესებას. ინვესტიციების მოზიდვა და ამ გზით დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა კვლავ პრიორიტეტია ჩემთვის. ეს შეხვედრა ამ მიმართულებით ნამდვილად ნაყოფიერია და დარწმუნებული ვარ შედეგის მომტანი იქნება.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ უკვე განხორციელებული, წარმატებული ინვესტიციის მაგალითზე, სოფელ დიდღვაბუნაში, ქართულ – ჰოლანდიური საწარმოს ,,სამეფო კალმახის სალიფსიტე,,-ს შესახებ, რომელიც კერძო და საჯარო პარტნიორობის და თითქმის დაცლილი სოფლისთვის ახალი სიცოცხლის შეძენის ძალიან კარგი საილუსტრაციო მაგალითია.
თუმცა ეს არ არის ყველაფერი, სოფლის აღდგენის იდეა პროექტის განვითარების პარალელურად კვლავ გაგრძელდება.
შეხვედრის მასპინძლობისა და ორგანიზებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ელჩს ესპანეთში ალექსანდრე ჯკუასელს და ხონის დიდ მეგობარს, ასოციაცია GIMPHA-ს პრეზიდენტს ალექსი ბაიდოშვილს,,- განაცხადა ლადო ჯურხაძემ.