მიმდინარეობს საიტის განახლება

ლადო ჯურხაძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საინფორმაციო შეხვედრას ესწრება


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

გასვლით სამუშაო შეხვედრას საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობდა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრისას, მონაწილეები გაეცნენ გენდერული სტატისტიკის მიმართულებით საქსტატის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს, კერძოდ, დროის გამოყენების გამოკვლევისა და ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევის მეთოდოლოგიურ მიმოხილვასა და ძირითად მიგნებებს. ასევე, რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალს, საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, განვითარებულ სერვისებსა და სამომავლო გეგმებს.

გარდა ამისა, განიხილეს სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიური თავისებურებები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. იმსჯელეს სხვადასხვა გენდერულ სტატისტიკურ ინდიკატორებსა და მონაცემთა საჭიროებებზე, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეხვედრაზე პრეზენტაცია „გენდერული სტატისტიკა და მისი მნიშვნელობა მუნიციპალიტეტებისთვის: ინდიკატორების მინიმალური სია“ წარადგინა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) პროექტის კოორდინატორმა თამარ ფრანგიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებული საჭიროებები და იმსჯელეს საქსტატის სამომავლო გეგმებში მათი ასახვის შესაძლებლობებზე.

შეხვედრა 1-2 მაისს, ქ. ბათუმში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ნაკლების ჩვენება