8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ხონელი გმირის მერაბ თუთისანის სახელობის ტურნირი კალათბურთში დასრულდა.
პირველი ადგილი მოიპოვა მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდმა ,, არტილერია,, , მეორე ადგილზე გავიდა ეროვნული გვარდიის გუნდი ,, რეზერვისტები,, .
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ მიხეილ ჩაკვეტაძე დასახელდა.
საუკეთესო ვეტერანის პრიზი დათო ლასარეიშვილს გადაეცა.
ტურნირის გამარჯვებულებს თასები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, მე-6 საარტილერიო ბრიგადის გენერალმა , კობა გრიგოლიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ აკაკი გოფოძემ , ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და მერაბ თუთისანის ოჯახის წევრებმა გადასცეს.
სპორტული ღონისძიების დასასრულს გმირის მერაბ თუთისანის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
სპორტული ღონისძიება ტრადიციულია და მას ორგანიზებას ხონის მუნიციპალიტეტის მერია უწევს.