მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
მერის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდი ექსკურსიაზე გაემგზავრება
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძემ ვეფხია ჯიშკარიანის სახელობის სოფელ საწულუკიძეოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ საწულუკიძეოს საჯარო სკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს.
„გილოცავთ ამ გამარჯვებას. სპორტი, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელს უწყობს ჯანმრთელობას და ყოველდღიურ ცხოვრებას გვიუმჯობესებს. განსაკუთრებული მადლობა თქვენს პედაგოგს, ვალერი ქობალიას, რომელმაც მოგცათ სწორი მიმართულება და გაზიარათ ამ დიდ წარმატებას. მომავალშიც მრავალ გამარჯვებას გისურვებთ“, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
მერის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდი ექსკურსიაზე გაემგზავრება და საქართველოში სასურველ ისტორიულ ადგილს მოინახულებს.