მიმდინარეობს საიტის განახლება

მერმა ლადო ჯურხაძემ სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და გასული კვირა მიმოიხილა.
ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის ილია ყუფარაძის განცხადებით, რეაბილიტირებულმა სანიაღვრე სისტემებმა ეფექტურად იმუშავა. 20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის მიუხედავად , ხონის მუნიციპალიტეტში წვიმას მნიშვნელოვანი ზიანი არ მოუტანია.
მისივე თქმით , რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების უმრავლესობა დასრულებულია. უახლოეს დღეებში დაიწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება გზის მოასფალტება სოფელ მათხოჯში.
ასევე, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში წინადადებების მიღება. ამ ეტაპისთვის 5 განაცხადია შემოსული.
საუბარი შეეხო ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი სახლების ფასადების რეაბილიტაციის პროცესს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლადო ჯურხაძემ ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობისა და საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელებს საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა და პროცესის შეფასება დაავალა, როს შემდგომაც შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.
,, დავადგინოთ ხარვეზები, ვისაუბროთ შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებთან, თუ არის შესაძლებელი შევაძლებინოთ. ჩვენ ბიუჯეტით განსაზღვრული ყველა თეთრი უნდა მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე. მნიშვნელოვანია ყველა პროექტი დათქმულ დროს და მაქსიმალური ხარისხით განხორციელდეს,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ .
კულტური სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ რუხაძემ განაცხადა, რომ 23 სექტემბერს , 13:00 საათზე , ხონის კულტურის ცენტრში ფოტოკონკურს ,, იპოს,, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
თათბირის დასასრულს , მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ მერის პირველ მოადგილეს გერასიმე მჟავანაძეს, საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს ლევან ჩიხლაძეს და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელს თამარ უგულავას ევროკავშირის გრანტის ფარგლებში გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.