მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ, მერის პირველმა მოადგილემ, გერასიმე მჟავანაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, ამირან კინწურაშვილმა, ეკონომიკის სამსახურის ხელმძრვანელმა ირაკლი ჟორჟოლიანმა ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, ნახახულევის, ძეძილეთის, კინჩხისა და გორდის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში შეხვედრები გამართეს.
შეხვედრების მიზანი მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია, სოფლების პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა გახლდათ.
პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის საერთო გადაწყვეტილებით, შემდეგი ინფრასტრუქტურული ინიციატივები განისაზღვრა:
სოფელი ქვედა კინჩხა – მეძველიების უბანში არსებული ბეტონის გზის რეაბილიტაცია, ჩხეიძეების უბანში გზის მოხრეშვა;
სოფელი ზედა კინჩხა – ჩოჩხოველების უნაბში ბეტონის საფარის მოწყობა;
სოფელი კინჩხაფერდი – ღოულას უბანში სანიაღვრე არხების მოწყობა;
სოფელი საწისქვილო – სასაფლაოსთან მისასვლელი გზის ბეტონის საფარის მოწყობა;
სოფელი რონდიში – გზის ბეტონის საფარის მოწყობა;
სოფელი ძეძილეთი- ბეტონის შესყიდვა ( გზის საფარის მოსაწყობად);
სოფელი გელავერი- გარე- განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი ღვედი – გზის ბეტონის საფარის დაგება ( არსებულის გაგრძელება);
გვაშტიბი – ბეტონის შესყიდვა ( გზის საფარის მოსაწყობად);
ზედა გორდი – სასმელი წყლის სისტემისტვის მასალების შესყიდვა, გელენიძეების უბანში გარე განათების სისტემის მოწყობა, კირთაძეების უბანში სასმელი წყლის სისტემის მილის შეძენა;
ქვედა გორდი – ფანცულაიებისა და ფირცხალავების უბანში გარე განათების სისტემის მოწყობა, ღაჭავების უბანში სასმელი წყლის სისტემისთვის მილების შეძენა;
გაღმა ნოღა -ჯურხაძეების უბანში გზის ბეტონის საფარის მოწყობა;
გამოღმა ნოღა – წმინდა ნინოს ეკლესიასტან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა,სასაფლაოს ღონის მოწყობა;
ბანგვეთი – გზის ბეტონის საფარის მოწყობა;
სოფელი ნახახულევი – უგულავების უბანში მინი სტადიონისა და სკვერის მოწუობა,
სოფელი კონტუათი- რუხაძეების უნაბში სკვერის მოწყობა, ძველ და ახალ სასაფლაოებზე წყლის სისტემის მოწყობა;
სოფელი საწულუკიძეო- სოფლის ცენტრალური სტადიონის შემორაგვა და ქუჩების ნომერაცია;
სოფელი უძლოური- გარე- განათების სისტემის მოწყობა;
სოფელი ახალბედისეული – საგუბის დასახლებაში გზის ბეტონის საფარის მოწყობა;
შეხვედრებს ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე , აკაკი გოფოძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ბარაბაძე, მოადგილეები ბაჩანა ბასილაია, გურამ ბახტაძე, საკრებულოს წევრები მერის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები.
მუნიციპალიტეტი აგრძელებს სოფლების მხარდაჭერას, რათა ადგილობრივი საჭიროებები სწორად განისაზღვროს და ეტაპობრივად გადაიჭრას.
მიმდინარე წელს ხონის მუნიციპალიტეტს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, ფარგლებში 470 000 ლარი გამოეყო.