მიმდინარეობს საიტის განახლება

მოქალაქის მონაწილეობის გზამკვლევი

ინფორმაცია მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-11 თავის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:

ა) დასახლების საერთო კრება;

ბ) პეტიცია;

გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო – მრჩეველთა საბჭო არის მერის ხონის  მუნიციპალიტეტის მერის  სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის, ხონის  მუნციპალიტეტის მერის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. საბჭოს მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და ხონი მუნიციპალიტეტის მერის  საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობა

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა;

ე) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

 

გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ხონის  მუნიციპალიტეტი იყენებს მოქალაქეთა ჩართულობის შემდეგ ფორმებს:

ახალგაზრდული საბჭო– ახალგაზრდული საბჭოს მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფა

შშმ პირთა საბჭო – ხონის  მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ხონის  მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხს

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო  – ხონის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  საბჭო (შემდგომ –საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო,  რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით;

პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადება – მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, აღმასრულებელი ორგანო ყოველი წელს ახორციელებს  მოქალაქეთა წინადადებების მიღებას. პრიორიტეტის დოკუმენტი ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტად ითვლება. პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და გულისხმობს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მუნიციპალიტეტის  განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი პროგრამების ხელშეწყობას;