მსოფლიო პრიზიორს საბა ჩიხლაძეს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა უმასპინძლა
ლადო ჯურხაძემ სპორტსმენს წარმატება მიულოცა.
ხონელმა ძალოსანმა მკერდი სამი ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა.
პერუში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან საბა ჩიხლაძემ (102 კგ.) იასპარეზა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ძალოსანმა მსოფლიო ფიცარნაგზე მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 123 / 125 / 130კგ. დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მსოფლიო პრიზიორი გახდა.
ჩიხლაძემ აკვრაში დაძლეული 154 / 159 / 162 კილოგრამით კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის აღება შეძლო,. მესამე ბრინჯაოს მედალი კი ორჭიდში მოგროვილი 292 კილოგრამით მოიპოვა .