მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
მსოფლიო პრიზიორს საბა ჩიხლაძეს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა უმასპინძლა
ლადო ჯურხაძემ სპორტსმენს წარმატება მიულოცა.
▪️ხონელმა ძალოსანმა მკერდი სამი ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა.
▪️პერუში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან საბა ჩიხლაძემ (102 კგ.) იასპარეზა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
▪️ძალოსანმა მსოფლიო ფიცარნაგზე მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 123 / 125 / 130კგ. დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მსოფლიო პრიზიორი გახდა.
▪️ჩიხლაძემ აკვრაში დაძლეული 154 / 159 / 162 კილოგრამით კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის აღება შეძლო,. მესამე ბრინჯაოს მედალი კი ორჭიდში მოგროვილი 292 კილოგრამით მოიპოვა .
▪️ზურაბ ანთაური – U17 ნაკრების მთავარი მწვრთნელი
▪️დავით ხარატაშვილი – U17 ნაკრების მწვრთნელი
▪️აკაკი კაკაბაძე – ჩიხლაძის პირადი მწვრთნელი
▪️გიორგი ჭინჭარაული – ექიმი-რეაბილიტოლოგი