მიმდინარეობს საიტის განახლება

„მუსიკალური ზაფხული 2025“ ხონში

პროექტის მუსიკალური ზაფხული 2025“ ფარგლებში, ხონის ცენტრალურ მოედანზე  კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის ცნობილმა ვარსკვლავებმა.

მაყურებლის წინაშე წარდგნენ:
აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, ანუკა ცქვიტინიძე, გელა დონაძე, ნეკა სებისკვერაძე, დათუნა სირბილაძე, ლელუკა თელია, კობა შემოქმედელი, სანდრო კობახიძე და მანანა თოდაძე.
მათ შესრულებული ჰიტებით ხონის მოსახლეობას დაუვიწყარი მუსიკალური განწყობა აჩუქეს.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის  მხარდაჭერით.