ტურნირში მონაწილეობდნენ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების გუნდები. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ:
• სოფელ ნახახულევის უგულავების უბნის გუნდი „ვარსკვლავები“
• გუნდი „ხონი 2024“
დაძაბული შეხვედრა ანგარიშით 4:1 „ხონი 2024“-ის გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვებულებს თასი და მედლები ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ , ნახახულევის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა მათე ჩანქსელიანმა და მერის წარმომადგენელმა შალვა ძაგნიძემ გადასცეს.
სპორტული ღონისძიება, ტრადიციულად, ყოველწლიურად აგვისტოში ტარდება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება.