ხონის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა “საფეხბურთო ფესტივალი ხონი 2025” ( გოგონებს შორის), რომელშიც მონაწილება მიიღო ხონის , თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, საჩხერის. მუნიციპალიტეტის გუნდებმა.



ასევე, მოეწყო ოლიმპიური გარბენი.
მარათონის გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 23 ივნისს მსოფლიოში ოლიმპიადის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1948 წლიდან აღინიშნება.
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.