მიმდინარეობს საიტის განახლება

ორშაბათის სამუშაო შეხვედრის ძირითადი აქცენტები

 

რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ 16 პროექტიდან,  უმეტესი ნაწლი დასრულებულია. მიმდინარეობს სოფლების ივანდიდისა და ქუტირის საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

 

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, ფარგლებში  საპროექტო ღონისძიებები დასრულდა, დაგეგმილი სამუშაოები სამ ლოტად დაიყო. უახლოეს დროში სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდება ტენდერი.

 

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში,  სანიაღვრე არხების აღდგენა- რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე,  სამუშაოები ქ. ხონში , აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.

 

მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გამოვლენა- იდენტიფიცირების პროცესშია. სპეციალისტები მწერის გავრცელების ადგილებს  აკვირდებიან და სწავლობენ, რათა სწორად და მიზნობრივად  დაიგეგმოს შემდგომი ღონისძიებები.

 

დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სასათბურე მეურნეობების მფლობელებს სახელმწიფო დაეხმარება.  პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებენ „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარები; ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებულია იმ ბენეფიციარებისთვისაც, რომელთაც შეღავათიანი აგრორედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვთ გადამმუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო, ან/და მეცხოველეობის (მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი) ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა. იხ. დეტალურად: bit.ly/3IszOwX

 

16 ივლისს, 18:00 საათზე , ხონის კულტურის ცენტრი საერთაშორისო ფესტივალს ,, ლეგენდების ქვეყანას,, უმასპინძლებს.