ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვეტა ჩხენკელის სახელობის ხონის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში სპექტაკლს დაესწრნენ, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა.
ლიტერატურული პერფორმანსი, სახელწოდებით „ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი“, ხონის კულტურის ცენტრის ლიტერატურული თეატრის წევრებმა წარმოადგინეს.
ლიტერატურულ თეატრს მსახიობი მაკა მონიავა ხელმძღვანელობს.