მიმდინარეობს საიტის განახლება

რობერტ შავლაყაძის სახელობის ყოველთვიური მუნიციპალური სტიპენდია გასული წლის 3 წარმატებულ სპორტსმენს დაენიშნა
ლადო ჯურხაძემ ძალოსნებს მარიამ მურღვლიანს,შოთა კაკაბაძესა და ოთარ ბზიკაძეს სტიპენდიანტობა თავად მიულოცა და იმედი გამოთქვა , რომ მისი ინიციატივა სხვა ბევრი ახალგაზრდისთვის იქნება სტიმული და მოტივაცია.
▪️რობერტ შავლაყაძის სახელობის სტიპენდია გაიცემა ხონში რეგისტრირებულ სრულწლოვანი/არასრულწლოვან სპორტსმენებზე შემდეგ შემთხვევაში:
▪️სპორტსმენზე, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული აქვს I ადგილი;
▪️სპორტსმენზე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მიღებული აქვს I, II ან III ადგილი.
▪️სპორტსმენზე, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული აქვს I, II ან III ადგილი.
▪️სპორტსმენზე, რომელსაც ოლიმპიურ ჩემპიონატზე მიღებული აქვს I, II ან III ადგილი.
▪️ა(ა)იპ ხონის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლემ ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა (სტიპენდიანტი) ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებში ერთი ვერცხლის (ატაცი) და ერთი ბრინჯაოს (ორჭიდი) მოიპოვა, ხოლო პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებში სამი ოქროს მედალი, ასევე არის საქართველოს ჩემპიონი 20 წლამდელებში, 23 წლამდელებსა და დიდებში – მწვრთნელი აკაკი კაკაბაძე;
▪️ძალოსანმა შოთა კაკაბაძემ (სტიპენდიანტი) საქართველოს ჩემპიონატზე U15 – ში ორი ოქრო და ერთი ვეცხლის მედალი მოიოვა, ასევე 23 წლამდელებსა და დიდებში სამი ბრინჯაოს მედალი; რაც შეეხება საბერძნეთში გამართულ ჭაბუკთა ევროპის ჩემიონატზე ერთი ბრინჯაოს (აკვრა) მედალი მოიპოვა – მწვრთნელი ედუარდ კაკაბაძე.
▪️ძალოსანმა ოთარ ბზიკაძემ (სტიპენდიანტი) საქართველოს ჩემპიონატზე U 15 – ში ერთი ოქრო (ატაცი) და ორი ვერცხლის მედალი (აკვრა, ორჭიდი) მოიპოვა – მწვრთნელი აკაკი კაკაბაძე;
▪️სახელობითი სტიპენდია გაიცემა წარმატებულ სპორტსმენზე, თვეში ერთხელ ერთი წლის განმავლობაში იანვრის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით.