მიმდინარეობს საიტის განახლება

სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მერის, ლადო ჯურხაძის ინიციატივით , ხონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. იწმინდება სამელიორაციო და მცირე სარწყავი არხები , ასევე სანიაღვრე სისტემები.
პრობლემურ მონაკვეთებზე მუშაობს საქართველოს მელიორაციის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაქირავებული მძიმე ტექნიკა.
მიმდინარე სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. პროცესში ჩართულები არიან მაჟორიტარი დეპუტატები, მერის წარმომადგენლები.
———————–
,, პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, მივმართეთ საქართველოს მელიორაციას და ერთობლივი ძალისხმევით ვახორციელებთ უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოებს. იწმინდება ათობით კილომეტრი არხი, რაც წყალუხვობის დროს მოსახლეობის დაცვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მრავალი წლის შემდეგ აღდგება და განახლდება სარწყავი არხები, მუნიციპალიტეტში მოწესრიგდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურა. მინდა ოპერატიული თანამშრომლობისთვის მადლობა ვუთხრა საქართველოს მელიორაცია/Georgian Amelioration -ს და სპეციალისტებს, რომელთა ჩართულობითაც დაიგეგმა და განხორციელდა შეიძლება ითქვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
—————————-
სამუშაოები სხვადასხვა დროს და ეტაპზე სოფელბში გოჩა- ჯიხაიში, გვაზაური,პატარა ჯიხაიშში, ივანდიდში, გუბში, საწულუკიძეოში, ნახახულევში, მათხოჯსა და ქალაქ ხონის ტერიტორიებზე მიმდინარეობს, იწმინდება ეწერ-კულაშის მთავარი სარწყავი არხი.