მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
„სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროექტის ფარგლებში შემოსული წინადადებები სამუშაო ჯგუფმა განიხილა
ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროექტის ფარგლებში შემოსული წინადადებები სამუშაო ჯგუფმა განიხილა.
მოქალაქეთა მიერ ინიცირებული 11 პროექტიდან მეორე ეტაპზე 10 პროექტი გადავიდა.
დაფინანსების მოსაპოვებლად პროექტმა უნდა დააგროვოს გარკვეული რაოდენობის ხმები, რისთვისაც მხარდამჭერ მოქალაქეთა აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
პროექტის მხარდამჭერებს შეუძლიათ, სასურველ პროექტს ხმა მისცენ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: khoni.cpc.org.ge. ხმის მიცემა 15 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
2025 წელს პროექტისთვის მუნიციპალიტეტმა 150 000 ლარი გამოყო.
დამატებითი კონსულტაციისთვის დარეკეთ მერიის ცხელ ხაზზე : 595 332 544