მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხონში
🇬🇪საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხონში განსაკუთრებულად აღინიშნა. მთელი დღის განმავლობაში, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები იმართებოდა- საზეიმოდ მოწყობილ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე განთავსებული იყო თემატური, ისტორიული კუთხეები და ბავშვთა გასართობი სივრცეები.
🇬🇪მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკას, შეიარაღებასა და აღჭურვილობას .
🇬🇪სახელდახელოდ მოწყობილ სივრცეებში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია იყო წარმოდგენილი.
🇬🇪ზუსტად 17:15 საათზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.
🇬🇪 ადგილობრივებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ:
—————————-
,, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რამეთუ 26 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ჩვენი ენის მამულის და სარწმუნოების განმტკიცების დღეს. ერთიან , ძლიერ საქართველოში გვეცხოვროს . ჩვენი მემკვიდრეობა და ფასეულობები, ღირსეულად გადაგვეცეს მომავალი თაობებისათვის,, .
——————————-
🇬🇪დღის ბოლოს, მოწვეული მუსიკალური ჯგუფების კონცერტი გაიმართა.
🇬🇪საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ხონში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.