მიმდინარეობს საიტის განახლება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 2026“ იწყება

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით მოქალაქეებს საპროექტო წინადადებები შეუძლიათ დაარეგისტრირონ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მისაღებში შემდეგ მისამართზე: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი # 6 და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლობებში 📆27 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღე, ⌛️ 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მოქალაქეებს საპროექტო წინადადებების გამოგზავნა ასევე, შეუძლიათ ელექტრონულად: 📧khonismeria@yahoo.com

სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 📆19-21 თებერვალს მუნიციპალიტეტის 37-ივე სოფელში ჩატარდება.

დასახლების საერთო კრებების განრიგი:

19 თებერვალი

1. ზედა გორდი 12:00 საათი;2. ქვედა გორდი 13|:00 საათი;
3. გაღმა ნოღა 14:00 საათი;4. გამოღმა ნოღა 15:00 საათი;
5. ბანგვეთი 16:00 საათი;
6. ქვედა კინჩხა 12:00 საათი;
7. ზედა კინჩხა 12:30 საათი;
8. კინჩხაფერდი 13:00 საათი;9. რონდიში 13:00 საათი;
10. საწისქვილო 14:00 საათი;
11. ნახახულევი 12:00 საათ;
12. კონტუათი 13:00 საათი;
13. საწულუკიძეო 14:00 საათი;
14.ახალბედისეული 16:00 საათი;
15. უძლოური 17:00 საათი;
16.ძეძილეთი 14:30 საათი;
17. გელავერი 15:30 საათი;
18. გვაშტიბი 16:30 საათი;
19.ღვედი 12:00 საათი ;

20 თებერვალი

1. დედალაური 12:00 საათი;
2. ბესიაური 13:00 საათი
3. ჩუნეში 14:00 საათი
4. მათხოჯი 12:00 საათი;
5. ლეფილიე 13:30 საათი;
6. სუხჩა 14:30 საათი;
7. ხიდი 15:30 საათი;
8. დიდი გუბი 12:00 საათი;
9. შუა გუბი 13:00 საათი;
10. პატარა გუბი 14:00 საათი;
11. დიდი კუხი 12:00 საათი;
12. პატარა კუხი 13:00 საათი;
13. ახალშენი 14:00 საათი;

21 თებერვალი

1. ქუტირი 16:00 საათი;
2. გვაზაური 13:00 საათი;
3. პატარა ჯიხაიში 15:00 საათი;
4. ივანდიდი 13:00 საათი;
5. გოჩა- ჯიხაიში 13:00 საათი;

დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა:

☑️სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, ☑️წყალსადენები, სათავე ნაგებობები,
☑️გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
☑️სარწყავი სისტემები;
☑️სანიაღვრე არხები;
☑️ნაპირსამაგრი სამუშაოები;
☑️გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე
☑️ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა
ინფრასტრუქტურა;
☑️ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
☑️გარე განათება;
☑️სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
☑️სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
☑️ამბულატორიის შენობები;
☑️სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
☑️სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
☑️სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო
სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
☑️წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
☑️მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
☑️გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი
ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;
☑️ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.