მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება დაიწყო
მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ, მერის პირველმა მოადგილემ, გერასიმე მჟავანაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, ამირან კინწურაშვილმა, მერიის ინფრატრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა , მაყვალა ბახტაძემ ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, ფარგლებში მათხოჯის, კუხის, დედალაურისა და გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში შეხვედრები გამართეს.
შეხვედრების მიზანი მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია, სოფლების პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა გახლდათ.
პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის საერთო გადაწყვეტილებით, შემდეგი ინფრასტრუქტურული ინიციატივები განისაზღვრა:
▪️სოფელი დედალაური -სოფლის ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია;
▪️სოფელი ბესიაური- გარე- განათების მოწყობა;
▪️სოფელი ჩუნეში – სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა ( გაგრძელება);
▪️სოფელი მათხოჯი -გარეგანათების დასრულება მე-4,მე-12,მე-13 ქუჩა, ბიბლიოთეკის სეკეთება, ბარაბაძეების უბანში მინი სპორტული მოედნის შემოღობვა;
▪️სოფელი ლეფილიე – სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა;
▪️სოფელი სუხჩა – წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, წყლის მილების შეძენა, სკვერში საბავშვო გასართობი ატრაქციონის მონტაჟი;
▪️სოფელი ხიდი – სასმელი წყლის მილის შეძენა ( 400 გრძ.მ.) და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
▪️სოფელი დიდი გუბი -ქუჩების ნომერაცია, სოფლის ბიბლიოთეკის შეკეთება;
▪️სოფელი შუა გუბი –ქუჩების ნომერაცია, სოფლის ბიბლიოთეკის შეკეთება, სოფლის სკვერში საბავშვო ატრაქციონის მოწყობა ;
▪️სოფელი პატარა გუბი -ქუჩების ნომერაცია;
▪️სოფელი დიდი კუხი -ქუჩების ნომერაცია და სკოლასთან მისასვლელ გზაზე გარე- განათებების დამატება;
▪️სოფელი პატარა კუხი – სოფლის სტადიონის შეკეთება და სასაფლაოზე განათების მოწყობა;
▪️სოფელი ახალშენი – სვანების უბანში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსწყობა, ნამაშევის უბანში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ფრანგების უბანში არსებულ სკვერში გარე განათების მოწყობა.
შეხვედრებს ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე , აკაკი გოფოძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ბარაბაძე, მოადგილეები ბაჩანა ბასილაია, გურამ ბახტაძე, საკრებულოს წევრები მამუკა ჭავჭანიძე, გიგა გოფოძე, ნინო აკობიძე, მერის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები.
მუნიციპალიტეტი აგრძელებს სოფლების მხარდაჭერას, რათა ადგილობრივი საჭიროებები სწორად განისაზღვროს და ეტაპობრივად გადაიჭრას.
მიმდინარე წელს ხონის მუნიციპალიტეტს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, ფარგლებში 470 000 ლარი გამოეყო.