მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტული შეჯიბრი გაიმართა
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით,
თავისუფლების თამაშების ფარგლებში, სკოლებს შორის, 3×3 კალათბურთში (გოგონები ვაჟები), მინი ფეხბურთში ( გოგონები, ვაჟები) , სირბილი 100 მეტრზე ( გოგონები, ვაჟები) შეჯიბრი გაიმართა.
თავისუფალ თამაშებში, რომელიც ოლიმპიური სისტემით ჩატარდა მონაწილეობას იღებდნენ ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები .
გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასები,მედლები და სიგელები გადაეცათ.
საქართველოს თავისუფლების თამაშები წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი მიძღვნილ შიდა სასკოლო და სკოლათშორისი სპორტული ღონისძიებების ერთიან სისტემას, რომელშიც ჩართულია საქართველოს ყველა სკოლა, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი.