ქუტირის საბავშვო ბაღის აღმზრდელი გულნარა ბუაძე ,,მწვანე ჯილდოს 2025″ მფლობელი გახდა და მას ჯილდო გარემოსდაცვის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გადასცა.
2025 წლის 23 ივნისს გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის კონკურსს ,,მწვანე ჯილდოს” ფინალისტების დაჯილდოება სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანანა გოფოძე ესწრებოდა.
ხონის ბაღების გაერთიანებას წელს კონკურსში ორი მონაწილე ჰყავდა – ქუტირისა და ჩაის მეურნეობის საბავშვო ბაღები . ორივე მათგანი გადავიდა ათეულში .
გულნარა ბუაძე ასევე გახდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის რჩეული. დაჯილდოვდა მეორე ხონელი ფინალისტიც – ჩაის მეურნეობის საბავშვო ბაღის აღმზრდელს გულისა ბიბინიძეს სპეციალური პრიზები გადაეცა.
მწვანე ჯილდოს” კონკურსში მონაწილეობა შეუძლია დაწყებითი საფეხურის ნებისმიერ პედაგოგს და ასევე საბავშვო ბაღის აღმზრდელს/მეთოდისტს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან “გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”.
კონკურსის მიზანია, მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება.