მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
ქუტირლობის სახალხო დღესასწაული გაიმართა
ქუტირობის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ქუტირის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ. მან მრევლი დალოცა და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.
წირვის დასრულების შემდეგ, ღონისძიებამ სოფლის ცენტრში, საბავშვო ბაღის ეზოში გადაინაცვლა, სადაც სხვადასხვა კულტურულ-სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ბაღისა და სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები დაეთვალიერებინათ და ადგილობრივი ნაწარმი დაეგემოვნებინათ.
დღესვე, საფუძველი ჩაეყარა საპატიო ქუტირელის სტატუსის მინიჭებას. მადლობის სიგელები გადაეცა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტს მეუფე საბას, სერგო რუხაძეს და ივერი ბუაძეს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ და სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ მიქაძემ, მათ ადგილობრივებს სოფლის დღესასწაული მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილე ყველა პირს.
ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე, მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ბარაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.