,,ვულოცავ სსიპ ვეფხია ჯიშკარიანის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ დასავლეთ საქართველოს პირველობაზე მინიფეხბურთში მოპოვებულ ბრწყინვალე გამარჯვებას!
თქვენმა მონდომებამ, გუნდურმა თამაშმა და ბრძოლისუნარიანობამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად ძლიერი და წარმატებული ახალგაზრდები გვყავს. ეს გამარჯვება მთელი მუნიციპალიტეტის საამაყო შედეგია.
გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას, გამარჯვებასა და საკუთარი მიზნების თამამად მიღწევას!,,-ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე.