მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონელობა 2026
“ხონელობა 2026”-ის ფარგლებში, ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.
თავისუფლების მოედანსა და ხონის კულტურის ცენტრში მოეწყო თეატრალიზებული პერფორმანსები ,სამხატვრო სკოლის პედაგოგთა და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, წიგნის კუთხე , თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა , სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, სპორტული, საბავშო და გასართობი სივრცეები, ადგილობრივი კულინარიული ნაწარმის, სოფლის პროდუქტების, ყვავილების, ადგილობრივი წარმოების ლუდის გამოფენა-გაყიდვა და გასტრონომიული კუთხე. წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა.
სტუმრებმა დაათვალიერეს ხონის ისტორიული მუზეუმი.
,,ხონელობის,, აღნიშვნა ,,თეატრალურის კვარტეტის“, ანსამბლ ,,შვიდკაცასა“ და ,,ურსას,, კონცერტით გაგრძელდება .
ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება.