მერმა წინა მოწვევის საბჭოს საქმიანობის შედეგები შეაჯამა და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებზე. მან მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს გაწეული მუშაობისთვის და ახალ შემადგენლობას წარმატებები უსურვა.
„ჩვენი მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა, მათი ჩართულობის გაზრდა და ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც თითოეული ახალგაზრდა საკუთარ პოტენციალს სრულად გამოავლენს“, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საბჭოს კოორდინატორი ავთო ხობუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და საკრებულოს წევრები.
ხონის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომაზე აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარე, მოადგილე და საბჭოს მდივანი.
2026-2027 სამუშაო წლის განმავლობაში ხონის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ნინო სანოძე უხელმძღვანელებს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საბჭოს ახალ შემადგენლობას ჩაუტარდა ტრენინგი, რომლის მიზანი იყო წევრთა უნარების განვითარება ეფექტური მუშაობისთვის.