მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საკრებულოს 2024 წლის ანგარიში წარუდგინა


მან დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.

მერის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურის განვითარება, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება, სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების დაფინანსება, განათლების, კულტურის ,სპორტის განვითარება და სხვ.

მერის თქმით, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მოცულობამ ჯამში 22 240 000 ათასი ლარი შეადგინა.

მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, სოციალური და ჯანდაცვის სფეროს ღონისძიებების დაფინანსებისთვის 1 560 500 ლარი გამოიყო, რაც სოციალური და ჯანდაცვის დანიშნულების 27 ქვე პროგრამის დასაფინანსებლად მიიმართა. .

2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტს 5 287 318 ლარი გამოეყო, რაც მუნიციპალიტეტში პრიორიტეტული პრობლემური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას მოხმარდა.

მერის ანგარიშში ასევე მოხვდა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული სტიქიის პრევენციის სამუშაოები , სტიქიის ლიკვიდაციის პროგრამა ,სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ,ევროკავშირის გრანტით , მუნიციპალური განვითარების ფონდით, ადგილობრივი და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული პროექტები.

ლადო ჯურხაძემ დეტალურად მიმოიხილა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ბიზნეს აქტივობები, ინვესტორებთან მუშაობის კარგი პრაქტიკები, გამოწვევები.

ანგარიშში მოხვდა მუნიციპალიტეტში 2024 წელს დაწყებული და მიმდინარე ინოვაციური პროექტები , რომლებიც განათლებას, სპორტს, ადგილობრივ სოციალურ პოლიტიკას უკავშირდება.

მოხსენებაში აღნიშული იყო 2024 მუნიციპალიტეტში დაწყებული საირიგაციო , სამელიორაციო და სანიაღვრე არხების აღდგენა- რეაბილიტაციის პროცესის შესახებ.

საკრებულომ მერის ანგარიში დადებითად შეაფასა.