მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა | თენგიზ ქვათელაძე 80 წლის გახდა | სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ |
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე 13 აპრილს მოსული ძლიერი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების გამო, სტიქიამ გაცილებით ნაკლებად დააზარალა მოსახლეობა.
შეხვედრაზე თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
მერის განცხადებით, მოხდება პრობლემური მონაკვეთების შესწავლა, დაიგეგმება არხებისა და ხიდ ბოგირების სარეაბილიტაციო და გაწმენდითი ღონისძიებები.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის მთის ზონის სოფლებში არსებული მცირე მეწყრული ზონების მდგომარეობა.
როგორც მერმა აღნიშნა, დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ საჭიროა სპეციალისტების ჩართვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, პროცესში რომ მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ამ პროცესში თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. დოკუმენტი, რომელზეც ვმუშაობთ, დეტალურად უნდა ასახავდეს მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ახლანდელ მდგომარეობას, რათა სწორად განვსაზღვროთ სამომავლო მიზნები და გეგმები“, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.