მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა
შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ილია ყუფარაძემ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული ცხაურებისა და ხიდ-ბოგირების აღდგენითი სამუშაოების შესყიდვა დასრულდა; სპეციალისტები ასევე მუშაობენ ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციაზე.
სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა თამარ უგულავამ სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის მიმდინარეობის პირველი ეტაპი შეაჯამა. მისი ინფორმაციით, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი 10 პროექტიდან, ელექტრონული ხმის მიცემის შედეგად, განხორციელების ეტაპზე 5 პროექტი გადავიდა.
შეხვედრაზე კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელმა მამუკა ჭავჭანიძემ განაცხადა, რომ ქუტირის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო არხების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხონის თეატრის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომელიც 25 ოქტომბერს იგეგმება. ასევე განიხილეს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე სტარტს 22 ოქტომბრიდან აიღებს.