მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე , გერასიმე მჟავანაძე სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა
შეხვედრაზე საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ჩიხლაძემ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცედურებზე ისაუბრა . მისი თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო და რეგიონული განვითარების ფონდებიდან თანხები სრულად არის ათვისებული. მიმდინარეობს სამოქალაქო ბიუჯეტისა და ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ,, ფარგლებში შერჩეული პროექტების დაფინანსება და არსებული ეკონომიების ათვისება. პარარელურ რეჟიმში, სამსახურის ყველა სპეციალისტი მუშაობს ახალი ბიუჯეტის შემუშავებასა და პარამეტრების განსაზღვრაზე.
ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ილია ყუფარაძემ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. ასევე შეაჯამა რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების პროცესი.
ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვის პროცედურებს და განსახორციელებელი შესყიდვების ვადების დაცვის აუცილებლობას.