მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები და არსებული გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. აღინიშნა, რომ დაგეგმილი პროექტების ნაწილი დასრულებულია, სამუშაოები კი წლის ბოლომდე გაგრძელდება.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს შესყიდული ე.წ. ბოგირების შესაბამის ლოკაციებზე განთავსების საკითხზე.
როგორც ლადო ჯურხაძემ განაცხადა, შემუშავდება გრაფიკი, რომელიც მიხედვითაც სოფლებში მძიმე ტექნიკა გადანაწილდება და შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს.
აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაზიანებულია გარე განათების სისტემა, პრობლემის მოგვარებას კი, ა(ა)იპ კომუნალური სერვისცენტრი კვირის ბოლოდან დაიწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე დაასრულებს.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ბადრი ბახტაძემ წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელების ვადებსა და პროცედურებზე.