მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სამსახურის ხელმძღვანელებთან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განიხილეს მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც მე-3 საჯარო სკოლის ეზოში არსებული დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაციასა და გურამიშვილის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხების მოწესრიგებას მოიცავს. აქვე, ლადო ჯურხაძემ აღნიშნა, რომ 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების დოკუმენტი საკრებულოს უკვე გადაეგზავნა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტში დამატებით აისახება 4 095 594 ლარი.
ყურადღება დაეთმო ერთიანი მუნიციპალური სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავების საკითხს, რაც მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების ხელშეწყობას. აღნიშნულ საკითხზე დეტალური მუშაობა მერის პირველ მოადგილე გერასიმე მჟავანაძეს დაევალა.
საუბარი შეეხო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, მათ შორის სასაფლაოებთან მისასვლელი გზების მოწესრიგების უზრუნველყოფას.
დაგეგმილ აქტივობებზე საუბრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე კვირაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ ხონის მე-2 და სოფელ კუხის საჯარო სკოლების მოსწავლეები.