მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონის მუნიციპალიტეტში ნაგვის ურნების დამატებისა და დაზიანებული ურნების ახლით ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს
ხონის მუნიციპალიტეტში ნაგვის ურნების დამატებისა და დაზიანებული ურნების ახლით ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით 80 ერთეული კონტეინერის გადანაწილება განხორციელდება. სამუშაოებს ა(ა)იპ „ხონის კომუნალური სერვის ცენტრი“ ახორციელებს.
„ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა ურნებში სამშენებლო ნარჩენებს ათავსებს, რაც აზიანებს კონტეინერებს და აფერხებს ნარჩენების გატანის პროცესს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და ურნებში განათავსონ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენები,“ – განაცხადა ა(ა)იპ „კომუნალური სერვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, კობა კუბლაშვილმა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერია ურნების შესყიდვასა და მწყობრიდან გამოსული ერთეულების ახლით ჩანაცვლებას ყოველწლიურად ახორციელებს.