მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა წლის შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა
ნამუშევრები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ჯულიეტა ქობალიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს .
სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულებმა ინდივიდუალურად წარმოადგინეს თავიანთი ნახატები.
სამხატვრო სკოლის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ სკოლის წარმატებულ აღსაზრდელებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.