მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონში ათამდე მცირე და დიდი ზომის რეკრიაციული და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
დასკვნით ფაზაშია სოლომონ მეორის ქ. № 21- ში, ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, მულტიფუნქციური სპორტულ-რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომელიც დღეს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და შეაფასეს.
პროექტის ფარგლებში დაიგო ფილები, მოეწყო სპორტული სივრცეები, დაირგო მცენარეები, დამონტაჟდა გარე განათება, განთავსდა ძელსკამები და სხვადასხვა სახის ატრაქციონები.
,,მსგავსი სივრცეების მოწყობა ქალაქების ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს, ასევე მოქალაქეებს ექნება ახალი დასასვენებელი სივრცეები” – აცხადებს ლევან ზალკალიანი.
,,მსგავსი პროექტების განხორციელება მოსახლეობის სურვილი და ინტერესია. გამომდინარე აქედან – ჩვენთვისაც პრიორიტეტია. წლის ბოლომდე ხონში არაერთი ლამაზი, კეთილმოწყობილი დასვენების და განტვირთვის სივრცე გაჩნდება , ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა მოეწყობა,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით ხორციელდება.