გილოცავთ ცხოვრების ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას, ზრდასრულობა, ახალი თავგადასავლები, საპასუხისმგებლო წლები – თქვენ წინაშე უამრავი პერსპექტივა იხსნება, – ამის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ბოლო ზარის ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მერმა სკოლადამთავრებულებს წარმატებები უსურვა.
„გილოცავთ ცხოვრების ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას, ზრდასრულობა, ახალი თავგადასავლები, საპასუხისმგებლო წლები – თქვენ წინაშე უამრავი პერსპექტივა იხსნება. დღეიდან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მთავარი შემოქმედნი სწორედ თქვენ ხართ. ცოდნის გაღრმავებით, შრომისმოყვარეობით, გამოწვევებთან გამკლავებითა და ნოვატორული მიდგომებით უნდა წარმართოთ საკუთარი ცხოვრება და ჩვენი ქვეყნის ბედი. გისურვებთ მრავალფეროვან, ღირსეულ, წარმატებულ ცხოვრებას. გესახელებინოთ ხონი და ჩვენი საქართველო“, – აღნიშნა ლადო ჯურხაძემ.
„ბოლო ზარის“ ღონისძიება ხონის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების და პედაგოგების მონაწილეობით შემოქმედებითი საღამო მოეწყო. რამდენიმე მუსიკალური ნომერი ჯგუფმა „რეგიონმა“ შეასრულა. პარალელურად მოეწყო ფერების ფესტივალი. საღამო ელექტრონული მუსიკის კონცერტით დასრულდა.
ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.