ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორი, ბექა ურუშაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის უფროსი, გიორგი რევაზიშვილი ხონის მუიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერთან, ლადო ჯურხაძესთან ერთად სოფელ მათხოჯის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი მოინახულეს, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.
დღესვე, სტუმრებმა ქალაქ ხონის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებული საჭიროებები მოისმინეს და ხონის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს.