ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კომპოზიტორ კახა ცაბაძის შემოქმედებით საღამოს დაესწრნენ.
„დღევანდელი საღამო განსაკუთრებული იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. კახა ცაბაძის შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები დიდი ინტერესით ეცნობიან მის მუსიკალურ მემკვიდრეობას. მინდა მადლობა გადავუხადო ხონის სამუსიკო სკოლას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ამ ლამაზი და ემოციური საღამოსთვის. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს კულტურის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების შემოქმედებით განვითარებას და ჩვენი ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებას,“ -განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ.
ღონისძიება ხონის სამუსიკო სკოლაში გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა კომპოზიტორის ნაწარმოებები შეასრულეს და მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.