მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
ხონში კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ზრდასრულთა განათლების გზაზე

ხონის სათემო განათლების ცენტრის კურსდამთავრებულებს მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსების დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

ლადო ჯურხაძე:
„როცა ამ პროექტს მხარი დავუჭირე, მსურდა, რომ ზრდასრულთა განათლება ხელმისაწვდომი გამხდარიყო ჩვენი მოსახლეობისთვის. დღეს უკვე ვხედავ, როგორ იზრდება ინტერესი და ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნის განვითარებისთვის.“

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN)  ხელმძღვანელი, ნინო ბაბალაშვილი, რომელმაც ზრდასრულთა განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აუდიტორიას ინფორმაცია გაუზიარა ქსელში შემავალ სათემო და ზრდასრულთა განათლების ცენტრების შესახებ.

 პროექტი ხორციელდება გერმანიის მთავრობის დაფინანსებით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით.